The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლადო მექვაბიშვილი

ლადო მექვაბიშვილი
ოფიციალური სახელი:ვლადიმერ მექვაბიშვილი
დაბადების თარიღი:21 ნოემბერი, 1928
გარდაცვ. თარიღი:27 ოქტომბერი, 2016  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მახარაძე.

დაამთავრა მახარაძის(ოზურგეთი) მე-3 საშუალო სკოლა 1945 წელს.

1947 წლიდან მახარაძის თეატრის სცენის თანამშრომელი; 1947 წლიდან ამავე თეატრის მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: პავლიკა, გოგიჩა (ი. მოსაშვილის "სადგურის უფროსი", "ჩაძირული ქვები"), თამაზი (კ. ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია"), ქუჩარა (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), ზურაბი (დ. ჭონქაძის "სურამის ციხე"), შალიკო (გ. ნახუცრიშვილის "ლადო კეცხოველი"), ღვთისო (ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი"), გიო (პ. ირეთელის "ქრისტინე") და სხვა. 1964 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მსახიობი იყო. აქ განასახიერა როლები: ბაბუა (ე. ახვლედიანის "ბაბუა და შვილიშვილი"), მეფე (გ. ნახუცრიშვილის "ნაცარქექია"), შუშანა (ვაჟა-ფშველას "მოკვეთილი"), სიმონიკა, სოკრატე, სერაფიონი (დ. კლდიაშვილის "უბედურება", "ირინეს ბედნიერება", "ქამუშაძის გაჭირვება"), ჯემალი (ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი"), მისტერ ბანკსი (პ. ტრავერსის "მერი პოპინსი"), წამყვანი (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), ბაბაიანცი (ნ. დუმბაძის "კუკარაჩა"), მეფე (ე. შვარცის "ჩვეულებრივი სასწაული") და სხვა.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.88; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.277

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისა და ახალგაზრდობის მაღალმოქალაქეობრივი პათოსით აღზრდაში თვალსაჩინო დამსახურებისათვის
  • 1985 - საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური კონკურსის "თეატრი და თანამედროვეობა" პრემია
    მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის (არჯევანი, მ. ჯაფარიძის "ჩვენებურები")
  • 1979 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: