The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბიჭიკო არაზაშვილი

ბიჭიკო არაზაშვილი
ოფიციალური სახელი:ონისე არაზაშვილი
დაბადების თარიღი:27 სექტემბერი, 1943  (80 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო-სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1968 წელს.

1960-1968წწ. მუშაობდა სამშენებლო-საპროექტო ორგანიზაციებში ტექნიკოსად; 1969-1972წწ. საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მეცნიერ მუშაკად; 1972-1984წწ. საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამინისტროში უფროს ინჟინრად, საწარმოო-ტექნიკური სამმართველოს უფროსად - სამინისტროს კოლეგიის წევრად; 1984-1993წწ. უცხოეთის ტურიზმის საკავშირო სახელმწიფო კომიტეტის სათაო ორგანიზაციის - გაერთიანება "სოიუზინტურისტსტროის" უფროსის მოადგილედ, მთავარ ინჟინრად; 1993 წლიდან ამ გაერთიანების ბაზაზე შექმნილი სააქციო საზოგადოების (ამჟამად კომპანია "ინტურისტმშენის") გენერალური დირექტორია; წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამშენებლო ფაკულტეტზე, ასევე უძღვბოდა საბინაო-კომუნალური მეურნობის სამინისტროს სამეცნიერო-ტქნიკურ საბჭოს, რომლიც თავის კომპეტენციის ფარგლებში იხილავდა და ამტკიცებდა ამ მეურნეობის რთული და მრავალპროფილიანი დარგების ობიექტბის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმნტაციებს; მისი ხლმძღვანლობით აშენდა და ამოქმდდა საწარმოო ბაზები თბილისში, ბათუმში, კრასნოდარში, საპატიო სტუმრების მისაღები დარბაზი საქართველოს მინისტრთა საბჭოში და საქართველოს პარლამნტის საკომიტეტო მოსმენების დარბაზი, სასტუმროები: "ინტურისტი" ქ. სტავროპოლში, ქ. ნოვგოროდში, ქ. ბაქოში, "ტვერი" ქ. კალინინგრადში, "ფრეგატი" ქ. ხერსონში, "ლონდონსკაია" ქ. ოდესაში, საოლქო სასამართლოს შენობა ქ. გორში, საწყლოსნო-სათხილამურო კომპლექსი ქ. ფოთში და სხვა. უცხოურ ფირმებთან და "ინტურისტმშენის" საინჟინრო კოლექტივებთან ერთად მონაწილეობდა თბილისის სასტუმრო "თბილისის" და მოსკოვის სასტუმროების - "მეტროპოლის", "სავოისა" და "ნაციონალის" სარეკონსტრუქციო და აღდგენით სამუშაოებში; მისი ძალისხმევითა და მონაწილეობით შესრულდა ასევე, საქართველოს მართლმსაჯულებისა და თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეების უნიკალური ძეგლების სარესტავრაციო სამუშაოები, ქ. ბათუმში - აჭარის უმაღლესი საბჭოს და ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის, აშშ-ს საელჩოს და "საქართველოს ბანკის" სათაო-ადმინისტრაციული შენობის მაღალმხატვრული მოპირკეთება-სადიზაინო სამუშაოები და ა. შ.; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.53

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მშენებელთა კავშირი, წევრი (1996-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2004 - საქართველოს დამსახურებული მშენებელი

გააზიარე: