Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არჩილ არდიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო-საინჟინრო ფაკულტეტი 1957 წელს. 1958-1970წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტის" სისტემაში, გაზმომარაგების სამმართველოში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1970-1973წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებულ სპეციალიზებულ სამონტაჟო-სამშენებლო სამუშაოთა მთავარ სამმართველოში საწარმოო-ტექნიკური განყოფილების გამგის მოადგილედ; 1973-1977წწ. სამონტაჟო ტრესტ "საქსანტექმონტაჟის" მმართველის მოადგილედ; 1977-1999წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N7ტრესტ "საქშახტმშენის" სამმართველო "საქშახტმონტაჟის" უფროსის მოადგილედ, ხოლო მისი კოლექტიურ საწარმო "საქშახტმონტაჟად" რეორგანიზების მერე დირექტორის მოადგილედ; მონაწილეობდა სასტუმრო "აჭარის", თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის, სამრეწველო და საცხოვრებელი დანიშნულების მრავალი ობიექტის სამონტაჟო სამუშაოების შესრულებაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.54
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |