შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ არობელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკის ფაკულტეტი 1955 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N2 სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, სამმართველოს უფროსად, ასევე, სპეციალიზებულ სამშენებლო-სარემონტო ტრესტში ("სპეცრემმშენი") სამუშაოთა მწარმოებლად, გაერთიანება "არქდიზაინის" სამმართველოს დირექტორად, საქართველოს სპორტისა და ტურიზმის სამინისტროს სამშენებლო სამმართველოს უფროსად და გაერთიანების დირექტორად; უშუალოდ მონაწილეობდა ორი საცხოვრებელი სახლის (თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე), შრომის დაცვის ინსტიტუტისა (რუსთავში) და ორი რეზერვუარის (იაღლუჯის მთაზე) მშენებლობაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.54-55 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |