Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირაკლი არობელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1952 წელს. 1952 წლიდან მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "პრივოლჟტრანსმშენში" (რუსეთი), მონაწილეობდა ქალაქ სტალინგრადის (ამჟამად ვოლგოგრადის) აღდგენით სამუშაოებში, საიდანაც 1957 წელს გადაიყვანეს ქ. სემიპალატინსკში, საბჭოთა კავშირის სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს N905 მშენებლობაზე (ატომური პოლიგონი); 1960 წლიდან, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, წლების განმავლობაში მუშაობდა ჯერ რუსთავის სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველო "ლითონკონსტრუქციების" უფროსად, ხოლო შემდეგ - საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N10 სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად, მმართველად, სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" მმართველად და თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ; მიღებული ჰქონდა არაერთი სახელმწიფო ჯილდო. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.55 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |