Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლილი არობელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა სტალინგრადის საქალაქო მშენებლობისა და მეურნეობის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1957 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შენდეგ ქ. სტალინგრადის სამშენებლო ტექნიკუმში კითხულობდა ლექციებს სამშენებლო საქმისა და კონსტრუქციების სპეციალობაში. 1958 წლიდა მუშაობდა ქ. სემიპალატინსკში, სამშენებლო ტრესტ "სემიპალატინსკსამოქმრეწვმშენის" მთავარი ინჟინრის მოადგილედ; 1960 წლის ნოემბრიდან კი საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სისტემაში: რუსთავის N1 სამშენებლო ტრესტსა და ტრესტ "ორგტექმშენში" - სამმართველოს უფროსად; კურირებდა სამშენებლო-სამონტაჟო მატარებელ "საქმშენბამს", რომელიც ბაიკალ-ამურის მაგისტრალზე აშენდა დაბა "ნია-გრუზინსკაიას"-ში (1975-1981წწ.) ასევე N6 სამშენებლო ტრესტს და N3 სამშენებლო ტრესტ "თბილმრეწვმშენს; პროფესიული საქმიანობის შემდეგ პერიოდში მუშაობდა სს "ქალაქმშენის" სამსახურის უფროსად; არის სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.55
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |