The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბორის არშბა

ბორის არშბა
დაბადების თარიღი:7 თებერვალი, 1937  (88 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბედია, ტყვარჩელის რაიონი.

დაამთავრა ქ. სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმის სამშენებლო ფაკულტეტი 1960 წელს, ხოლო 1976 წელს მოსკოვის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის დაუსწრებელი ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით.

1961 წელს მუშაობა დაიწყო ტრესტ "კავკასენერგომონტაჟის" სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველო "ტყვარჩელგრესმშენში" მშენებელ ოსტატად; 1966 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "ბიჭვინთმშენის" N5 სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1976 წელს დაინიშნა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "კურორტმშენის" (ყოფილი "ბიჭვინთმშენის") N1 სამშენებლო სამმართველოს უფროსად; სამშენებლო ტრესტ "კურორტმშენის" გაგრის ექსპერიმენტულ სახლმშენებელ კომბინატად რეორგანიზაციის შემდეგ, 1985 წელს დაინიშნა კომბინატის დირექტორად; 2001 წელს გადაიყვანეს აფხაზეთის საავტომობილო გზების გაერთიანება "აფხაზავტოგზის" გენერალურ დირექტორად; 2002 წელს დაინიშნა აფხაზეთის სამშენებლო გაერთიანება "აფხაზმშენის" გენერალურ დირექტორად; მონაწილეობდა და აქტიურად იყო ჩართული ქ. გაგრისა და დაბა ბიჭვინთის კომპლექსურ განაშენიანებაში, კულტურულ-საგანმანათლებლო, სოციალური და ჯანდაცვის სფეროს ობიექტების მშენებლობაში; მისი ხელმძრვანელობით განხორციელდა მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობა: გაგრის კლიმატურ-ბალნეოლოგიური და სავაჭრო ცენტრების კომპლექსები, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის დასასვენებელი სახლი 250 ადგილზე, გაგრის სამრეწველო ზონის ობიექტები და სსრკ კომპარტიის ცკ საქმეთა მმართველობის დასასვენებელი სახლი "მზიური" 500 ადგილზე; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.56-57

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული მშენებელი
    მშენებლობის სფეროში მიღწეული წარმატებებისა და დამსახურებისათვის
  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული მშენებელი
    მშენებლობის სფეროში მიღწეული წარმატებებისა და დამსახურებისათვის
  • სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია
    სსრკ კომპარტიის ცკ საქმეთა მმართველობის დასასვენებელი სახლი "მზიური" 500 ადგილზე მშენებლობისთვის
  • სსრკ სახელმწიფო პრემია
    სსრკ კომპარტიის ცკ საქმეთა მმართველობის დასასვენებელი სახლი "მზიური" 500 ადგილზე მშენებლობისთვის

გააზიარე: