შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რაფიელ თოდუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. ქუთაისის პირველი ათწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ მიიღეს სცენის თანამშრომლად ქუთაისის თეატრში; შემდეგ ჩაირიცხა მსახიობად და იმუშავა 1936 წლამდე; 1936-1941წწ. მუშაობდა დრამწრის ხელმძღვანელად ქუთაისის აბრეშუმის კომბინატში; 1946 წლიდან მსახიობად მოღვაწეობდა ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრში. შესრულებული აქვს 50-ზე მეტი როლი. მათ შორის: ლუარსაბ თათქარიძე (ი. ჭავჭავაძის "კაცია ადამიანი?!"), პლატონი (დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), ბრძენი, ურჩხული, მებაღე (ს. პრეობრაჟენსკის "გაზაფხულის ყვავილი") და სხვა. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.90 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |