The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რაფიელ თოდუა

რაფიელ თოდუა
დაბადების თარიღი:25 ნოემბერი, 1908
გარდაცვ. თარიღი:1973  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

ქუთაისის პირველი ათწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ მიიღეს სცენის თანამშრომლად ქუთაისის თეატრში; შემდეგ ჩაირიცხა მსახიობად და იმუშავა 1936 წლამდე; 1936-1941წწ. მუშაობდა დრამწრის ხელმძღვანელად ქუთაისის აბრეშუმის კომბინატში; 1946 წლიდან მსახიობად მოღვაწეობდა ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრში. შესრულებული აქვს 50-ზე მეტი როლი. მათ შორის: ლუარსაბ თათქარიძე (ი. ჭავჭავაძის "კაცია ადამიანი?!"), პლატონი (დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), ბრძენი, ურჩხული, მებაღე (ს. პრეობრაჟენსკის "გაზაფხულის ყვავილი") და სხვა.

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1988. -გვ.90

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: