შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ არჩაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1964 წელს. 1961 წელს შრომითი საქმიანობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტის" ტექნიკოსად; სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის ზონალურ სამეცნიერო კვლევით, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ინჟინრად, უფროს ინჟინრად, ჯგუფის ხელმძღვანელად; 1974 წელს იყო ტრესტ "მშენინდუსტრიის" თბილისის ტექნოლოგიური ბიუროს სექტორის გამგე; 1975 წელს საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N5 სამშენებლო ტრესტის N12 მოძრავ-მექანიზებული კოლონის მთავარი ინჟინერი; 1983-1990წწ. N10 სამშენებლო ტრესტის N6 სპეციალიზებული და N5 ტრესტის N50 მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსი, სამშენებლო-სამრეწველო კომბინატის დირექტორი და სამშენებლო გაერთიანება "საქწყალმშენის" სამშენებლო ტრესტ "კოლხეთმშენის" ქობულეთის სამშენებლო სამმართველოს უფროსი; 1990-1993წწ. მუშაობდა საკავშირო დაქვემდებარების სამშენებლო გაერთიანება "ინტურისტმშენის" ფოთის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს უფროსად; 1993-1995წწ. შპს სამშენებლო ფირმა "ავე"-ს დირექტორად; 1995-1996წწ. ფოთის სამშენებლო-სამრეწველო კომპლექს "ფაზისის" გენერალურ დირექტორად; 1996-1998წწ. იყო ფოთის ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო 1999 წლიდან ამავე დეპარტამენტის თავმჯდომარე და ქალაქის მთავარი არქიტექტორი; არის მრავალი პროექტის კონსტრუქტორი და ავტორი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.58
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |