The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ ქილარჯიშვილი

დაბადების თარიღი:2 აპრილი, 1919  (105 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

1938 წელს დაამთავრა ბათუმის მე-4 საშუალო სკოლა. 1937-1941 წლებში სწავლობდა ბათუმის მუსიკალურ სასწავლებელში, ხოლო1946-1951 წლებში თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჰობოის კლასში.

1938-1941 წლებში მუშაობდა ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის ორკესტრში. 1946 წლიდან იყო საქართველოს ფილარმონიის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის სოლისტი. 1966 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში. იოსებ ქილარჯიშვილი უკრავდა ანსამბლ "ნონეტში", სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მოგზაურობდა საბჭოთა კავშირის ქალაქებში, აგრეთვე საზღვარგარეთაც(პოლონეთი-1974, 1986). მისი აღზრდილები მონაწილეობდნენ საქალაქო, რესპუბლიკურ და ამიერკავკასიის კონკურსებში. იოსებ ქილარჯიშვილმა ჰობოისათვის დაამუშავა 30-მდე სხვადასხვა ინსტრუმენტული ნაწარმოები.

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1989. -გვ.30

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: