The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო ქაჯაია

დაბადების თარიღი:24 დეკემბერი, 1913  (110 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1940 წელს.

სხვადასხვა წლებში მუშაობდა ქუთაისის (1940-1942 და 1943-1952), ზესტაფონის (1942-1943) სახელმწიფო თეატრებში; 1952 წლიდან იყო ქუთაისის თოჯინების თეატრის მსახიობი. სხვადასხვა თეატრებში შესრულებული აქვს 300-მე როლი. მათ შორის: ტურფა (ა. წერეთლის "პატარა კახი"), რუსი (ვ. შალიკაშვილის "უნიადაგონი"), რუსუდანი (ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები"), მარიკა (შ. დადიანის "ნინოშვილის გურია"), ვალია (ა. ბელიაშვილის "თეთრი ფინია"), მაგდანა (ი. გოგებაშვილის "იავნანამ რა ჰქმნა"), ბორიას დედა (ე. გუბარევის "დიდი ჯადოსანი"), დოლჩე (ჰ. მარლოს "უსახლკარო"), კურდღელი (რ. ჩაჩანიძის "პატარა მუსიკოსი"), მელია (ვ. შვემბერგის "ნანა ტყეში"), ექიმი ხატაურა (ს. ჭეიშვილის "დაიყივლე, მამალო"), ირემი (კ. მაჭარაძის "დათუნიას სამართალი"), ქუცქუცა (ნ. კემულარიას "მოხერხებული ყასია"), ვეფხვი (გ. კლდიაშვილის "ცახუნდარელი") და სხვა.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.94

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1976 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: