შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ილია ცერცვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გოგორეთი, ახლანდელი ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1941 წელს. ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი იყო, მისი შრომები ეხება ხუნძურ-ანდიურ-დიდოური და ლაკურ-დარგუული ენების ისტორიულ, ფონეტიკურ და მორფოლოგიურ საკითხებს. ქართველი საბჭოთა ენათმეცნიერი. მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა სპეციალისტი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(1966), პროფესორი(1968). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.204 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |