The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილია ცერცვაძე

დაბადების თარიღი:20 ოქტომბერი, 1917  (106 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:ენათმეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გოგორეთი, ახლანდელი ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1941 წელს.

ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი იყო, მისი შრომები ეხება ხუნძურ-ანდიურ-დიდოური და ლაკურ-დარგუული ენების ისტორიულ, ფონეტიკურ და მორფოლოგიურ საკითხებს. ქართველი საბჭოთა ენათმეცნიერი. მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა სპეციალისტი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(1966), პროფესორი(1968).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.204

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1949-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია

  • ანდიური ენა : გრამატიკული ანალიზი ტექსტებით (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1965. - 391გვ.

გააზიარე: