The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეა ცეცხლაძე

დაბადების თარიღი:13 დეკემბერი, 1919
გარდაცვ. თარიღი:ოქტომბერი, 1989  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

 1941-1950 წლებში მუშაობდა თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე. 1951-1958 წლებში კი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 1958 წლიდან ამავე ინსტიტუტის გამოყენებითი ბირთვული ფიზიკის განყოფილების უფროსია. 1978 წლიდან ერთდროულად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-ქიმიის კათედრის პროფესორია. მისი შრომები ეძღვნება მყარი სხეულების რადიაციულ ფიზიკას, თერმობირთვულ მასალათმცოდნეობას, ბირთვულ ქიმიას. ფიზიკოს-ქიმიკოსი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1975), პროფესორი (1978). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.205

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ , წევრი (1947-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1982 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: