The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კუკური აბაშიძე

ოფიციალური სახელი:მიხეილ აბაშიძე
დაბადების თარიღი:1916  (108 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:დირიჟორი, მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა ქ. ბათუმის საშუალო სკოლა, ქ. თბილისის ხალხური შემოქმედების სახლთან არსებული საგუნდო-სადირიჟორო კურსები.

მოწაფეობის დროიდან მღეროდა აჭარის სახელმწიფო კაპელაში(ხელმძღვანელი მელიტონ კუხიანიძე); თავისი ხელმძღვანელისგან ისწავლა დირიჟორობა, სანოტო სისტემა, თეორია, სოლფეჯიო; 21 წლის ასაკში იყო ქ. ბათუმის კავშირგაბმულობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელი; 1937 წელს ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო კავშირგაბმულობის რესპუბლიკურ დათვალიერებაში, სადაც I ხარისხის დიპლომი მიიღო; 5 წელი იმუშავა ანსამბლში, პრესაში ბევრჯერ აღინიშნა ანსამბლის მიღწევები, ხალხური სიმღერების სწორი და გემოვნებით შესრულება; გრიგოლ კოკელაძემ ის მომღერლად მიიწვია საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში, სადაც 1942 წელს დირიჟორობდნენ დავით კავსაძე და კირილე პაჭკორია; აქ სამი წელი იმუშავა, შემდეგ ვანის რაიონში გაგზავნეს სამუშაოდ, აქვე სასკოლო გუნდებსაც უძღვებოდა; ქ. ბოლნისში მიიწვიეს, სადაც ხელმძღვანელობდა სარაიონო გუნდს და ასევე საკოლმეურნეო ანსამბლიც შექმნა; ორივე ანსამბლით გამოდიოდა კონცერტებზე, წარმატებით გამოვიდნენ სომხეთში - კიროვაკანსა და სტეფანავანში; ბოლნისშივე უძღვებოდა მასწავლებელთა და სამეურნეო ტექნიკუმის მოსწავლეთა გუნდებს; ბოლნისის რაიონულმა ანსამბლმა მეექვსე, მეშვიდე და მერვე რესპუბლიკურ ოლიმპიადებში ქების სიგელები დაიმსახურა; მან დმანისის რაიონშიც იმუშავა; განთიადის, გომარეთისა და ჯავახის კოლმეურნეთა გაერთიანებული სარაიონო ანსამბლი ჩამოაყალიბა; 1958 წელს მიიწვიეს ქ. რუსთავში მეტალურგთა ანსამბლის ხელმძღვანელად; მომდევნო წელს მიიწვიეს ქ. ლაგოდეხში; ლაგოდეხის რაიონულმა ანსამბლმა ბოლო მეცხრე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე პირველი ადგილი მოიპოვა და მიწვეულ იქნა საბჭოთა საქართველოს ორმოც წლისთავთან დაკავშირებულ ზეიმზე; კუკური აბაშიძის ოსტატობამ ლაგოდეხელთა ხალხური თვითმოქმედება მაღალ ახალ საფეხურზე აიყვანა, რაიონს სახელი გაუთქვა.

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 37

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1968 - საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი

გააზიარე: