შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ასათიანი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკის ფაკულტეტი თბოაირმომარაგება-ვენტილაციის სპეციალობით 1977 წელს. 1977-1988წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" - ინჟინრად, უფროს ინჟინრად, ჯგუფის ხელმძღვანელად, განყოფილების მთავარ სპეციალისტად; 1988-1989წწ. სამშენებლო-სარემონტო სამმართველო "სპეცმსუბუქკონსტრუქციაში" ინჟინრად, ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უბნისა და სამმართველოს უფროსად; 1999 წლიდან შპს "ჯეოკლიმატის" აღმასრულებელი დირექტორია; ხელმძღვანელობდა აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის მრავალპროფილიანი საავადმყოფოს სავენტილაციო და კონდიცირების სისტემების, თბილისის სატელეფონო ქსელების საკომუნიკაციო შენობის, კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის სავენტილაციო და კონდიცირების სისტემების, სამრეცხაო დანადგარების მონტაჟს, თბილისის აეროპორტისა და "თელასის" ადმინისტრაციული შენობების, თბილისის რიტუალების სასახლის, ზუგდიდის სამთავრობო რეზიდენციის, გორის სასულიერო სასწავლებლის კონდიცირებას. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.59-60
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |