The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვასო ურუშაძე

Legal name:ვასილ ურუშაძე
Date of birth:6 April, 1879
Date of death:20 March, 1952  (at 72 years)
Burial location:ვაკის სასაფლაო, თბილისი
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

1894 წელს, ოზურგეთის ექვსწლიანი სამოქალაქო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის კოოპერაციულ სასწავლებელში.

სცენაზე პირველად 1894 წელს გამოვიდა ოზურგეთის სცენისმოყვარულთა სპექტაკლში. აქვე ნახა იგი აკაკი წერეთელმა, მოეწონა ნიჭიერი ახალგაზრდა და მისი სარეკომენდაციო წერილით კოტე მესხმა თბილისის ქართული თეატრის დასში ჩარიცხა მსახიობად, სადაც იგი მუშაობდა 1896-1898 წლებში. ვასილ ურუშაძე წლების მანძილზე თეატრის ორგანიზაციულ-ადმინისტრაციულ მუშაობასაც ეწეოდა, იყო სკეტჩების ავტორი და ესტრადის მსახიობი. შემდგომ წლებში მუშაობდა ქუთაისის, ბათუმის, ჭიათურისა და სხვა თეატრებში. 1906 წლიდან იყო თბილისის ოპერის თეატრის გამგე, 1907 წლიდან ჭიათურის მუშათა სამხატვრო ხელმძღვანელი. მისი უშუალო ხელმძღვანელობით ჩაეყარა საფუძველი აჭარის მუდმივ ქართულ თეატრს. 1921 წელს, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ის დაინიშნა ბათუმის თეატრის კომისრად, შემდეგ დირექტორად. იყო ბათუმის მუსიკალური ტექნიკუმის დირექტორი. 1933 წელს თბილისში მიიწვიეს საქფილეგთის(ახლანდელი ფილარმონია) დირექტორის მოადგილედ, სადაც 1935 წლამდე იმუშავა, შემდეგ იქვე დარჩა კონფერანსიედ და მხატვრული კითხვის ოსტატად. ვასილ ურუშაძე ითველება ქართული ესტრადის ერთ-ერთ დამაარსებლად. ის შესანიშნავად კითხულობდა თავისსავე გურულ სცენებს: "კოლმეურნეობაში", "სატირალში", "სცენა პატიმრებისათვის", "ცირკში","რკინიგზის გაყვანაზე", "თეატრის წინ", "წერილი სოფლელებს", "დღეს ამერიკაში", ცეკვის წინ" და სხვ. ავტორია წიგნებისა: "გურული სცენები და საესტრადო ნომრები"(1908), "მოგონებები"(1951). 

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1989. -გვ.31; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.137

Awards and Honors

  • 1933 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1927 - აჭარის დამსახურებული არტისტი

Share: