The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ ბაკურაძე

იოსებ ბაკურაძე
დაბადების თარიღი:11 აპრილი, 1939
გარდაცვ. თარიღი:17 ოქტომბერი, 2021  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1958 წლიდან, 42-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში სცენის მუშად. 1963-1967 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე. 1967-1976 წლებში იყო მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი.  1976-1986 წლებში მეტეხის თეატრის მსახიობი და დირექტორ-განმკარგველი, 1986 წლიდან მუშაობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დირექტორის მოადგილედ. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: თედორე, მეფე დავითი (ო. ჩხეიძის "თედორე", "გიორგი"), ტიტე ნატუტარი (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), ქურდი (მ.მიტროვიჩის "გაძარცვა შუაღამისას"), ჯანიკო ქვარიანი (ა. ჩხეიძის "როცა ქალაქს ძინავს"), გიჟუა (ა. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), იაზონი (ლ. სანიკიძის "მედეა"), პოლკოვნიკი (შ. ბათიაშვილის "უძილო ღამეები"), კომბლე (გ. ნახუცრიშვილის "კომბლე"), არსაყალი (მ. კარიზის "მთვარის დაბნელების ღამეები"), პოლკოვნიკი (ი. ჩაპეკის "შვეიკი"), ჟან-ჟაკ რუსო (თ. მეტრეველის "შეხვედრები ძველ ფურნეში"), ანზორ სირბილაძე (ი. ბრაგინსკის და ე. რიაზანოვის "სიყვარული და სტატისტიკა"), ავთანდილი (ო. იოსელიანის "მოჯადოებული მწვერვალი"), ნოდარი (თ. ჭილაძის "დავიწყებული ამბავი") და სხვ.

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1989. -გვ.33; საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფეისბუქ გვერდი: facebook.comწიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.272

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული კულტურის განვითარებაში, მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისათვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1976 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: