შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ ერისთავი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ტექნიკუმი 1928 წელს. ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ქუთაისის თეატრში; შემდგომ წლებში მოღვაწეობდა თბილისის სატირის (1930-1933), ნაძალადევის მუშათა (1933-1935), სანკულტურის (1935-1937), ველისციხის (1937-1938), ჭიათურის (1938-1942), გორის (1943-1949), ზუგდიდის (1950-1952) სახელმწიფო თეატრებში; 1952 წლიდან კვლავ გორის თეატრშია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ზეინაბი, რუქაია (ალ. სუმბათაშვილის "ღალატი"), გვირისტინე (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), დესპინე (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), ელენე (ს. კლდიაშვილის "გმირთა თაობა"), დარეჯანი (კ. ყიფიანის "სამეგრელოს მთავარი ლევანი"), ნელი (გ. ქელბაქიანის "გამოცდები"), ნატალია (მ. გორკის "ვასა ჟელეზნოვა"), ლაურენსია (ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო"), ლედი მილფორდი (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), ემილია (შექსპირის "ოეტლო"), იოკასტა (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), ვარდო (ს. მთვარაძის "სურამის ციხე") და სხვა. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.95; საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.136 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |