The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი აკოლაშვილი

დაბადების თარიღი:1929
გარდაცვ. თარიღი:1992  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:დირიჟორი, მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ველისციხე, გურჯაანის რაიონი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1957 წელს(საგუნდო-სადირიჟორო).

1946-1947წწ. მღეროდა ფირუზ მახათელაშვილის ხელმძღვანელობით არსებულ თელავის სიმღერისა და ცეკვის რაიონულ ანსამბლში; ამავე წლებში მან საჯარო კონცერტზე უხელმძღვანელა თელავის პედინსტიტუტის მომღერალთა გუნდს, რამაც განაპირობა მისი შემდგომი მუსიკალური მოღვაწეობა; 1948 წელს სწავლა დაიწყო თბილისის ცენტრალურ მუსიკალურ სკოლა-ინტერნატში ჯერ ვოკალურ განყოფილებაზე(პედაგოგი სანდრო ინაშვილი), ხოლო შემდეგ საგუნდო-სადირიჟორო განყოფილებაზე(პედაგოგი გიორგი ხახანაშვილი); 1949-1955წწ. სწავლის პარალელურად მუშაობდა მსახიობ-მომღერლად სახელმწიფო კაპელაში; რკინიგზის მეათე საშუალო სკოლაში ხელმძღვანელობდა გუნდს; ასევე განაგრძობდა სხვადასხვა სასკოლო გუნდებში მუშაობას, რის შედეგადაც 43-ე საშუალო სკოლის გუნდმა და სიმფონიურმა ორკესტრმა ოპერის თეატრში გამართულ რესპუბლიკურ ფესტივალზე პირველობა მოიპოვა; 1955 წლიდან მუშაობდა დირიჟორობის პედაგოგად კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელში; ხელმძღვანელობდა მცხეთის რაიონის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს, რომელიც დიდი წარმატებით გამოვიდა მეცხრე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე და სპორტის სასახლეში საბჭოთა საქართველოს 40 წლის აღსანიშნავ ზეიმზეც გამოიყვანეს; 1965 წელს სიმღერის დღესასწაულზე წარმატებით უხელმძღვანელა თბილისის კიროვის რაიონის მომღერალთა ნაკრებ გუნდს.

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 42



გააზიარე: