შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანდრი ალანია![]()
ბიოგრაფიათავის უფროს ძმასთან, ერმილესთან ერთად, მშობლიურ ხობში მცირერიცხოვანი ანსამბლი ჩამოაყალიბა და სოფლებში კონცერტებს მართავდა; თავის საქმიანობას ძუკუ ლოლუას მუშაობის მიხედვით წარმართავდა; მრავალჯერ მოისმინა მასწავლებლის მიერ გამართული კონცერტები; ამ მიზნით იგი ხშირად მიემგზავრებოდა სოხუმში და იქ ხანგრძლივად რჩებოდა, რათა ძუკუ ლოლუასაგან სიმღერები ესწავლა და საგუნდო ხელოვნებას დაუფლებოდა; იგი ხშირად მიმართავდა რჩევა-დარიგებისათვის ლოტბარ კირილე პაჭკორიას, ხოლო კომპოზიტორ გრიგოლ კოკელაძეს მრავალი მეგრული ლირიკული სიმღერა ჩააწერინა; მან თავისი შინაგანი კულტურითა და ტაქტით ხალხის სიმპათია მოიპოვა; პატივს სცემდნენ მის უანგარო მოღვაწეობას; ძირითადად ხობის რაიონულ ეთნოგრაფიულ გუნდში მღეროდა და კონცერტებზე, დათვალიერებებსა და ოლიმპიადებზე გუნდს წარმატება ჰქონდა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი სოლისტ-მომღერალ ანდრი ალანიას მიუძღვოდა; იგი წლების განმავლობაში ხეთის, ხორგის, ქვალონის, ბიისა და სხვა სოფლების საკლუბო გუნდების ხელმძღვანელი იყო; ჩონგურზე დამღერებული მეგრული ლირიკული სიმღერების მისეული შესრულება და ხალხური ჰანგი ატყვევებდა მსმენელს; შესანიშნავმა მეჩონგურემ და შემსრულებელმა ამ საქმის მრავალი გამგრძელებელი შესძინა ხალხურ შემოქმედებას, ალექსანდრე ბერაიამ, ვლადიმერ ალანიამ, ალექსანდრე ბუკიამ, ლუდუკი ჩაჩიბაიამ, რადიკო ალანიამ, ვაჟა აბაკელიამ და სხვა მოწაფეებმა მოლოდინი გაუმართლეს და სათანადო წვლილი შეიტანეს ხალხური ხელოვნების წინსვლის საქმეში. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 42
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |