შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვიქტორ მჭედლიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა მოსკოვის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1935 წელს. მონაწილეობდა სასკოლო წარმოდგენებში. 1924 წლიდან მუშაობდა ქუთაისის თეატრში თანამშრომლად; 1925-1926წწ. - მსახიობად; 1926-1927წწ. სტალინირის (ამჟამად ცხინვალი) დრამატულ წრეს ხელმძღვანელობდა; 1928 წლიდან მუშაობდა "სახკინმრეწვში" რეჟისორის თანაშემწედ; იმავე წელს გაგზავნილ იქნა მოსკოვში სპეციალური განათლების მისაღებად; 1930 წელს შევიდა მოსკოვის კინემოტაგრაფიის ინსტიტუტში, ხოლო 1933 წელს გადავიდა მოსკოვის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე; 1935 წელს დაინიშნა კოსტრომის მუშა-ახალგაზრდობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად, სადაც 1937 წლამდე იმუშავა; 1937-1938წწ. სეზონში რეჟისორის ასისტენტად მუშაობდა ვლ. ნემიროვიჩ-დანჩენკოს მოსკოვის მუსიკალური კომედიის თეატრში; 1937 წელს დაბრუნდა სამშობლოში და სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა ზუგდიდის თეატრში; 1938-1946წწ. იყო ტყიბლის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 1946-1949წწ. ზუგდიდის სახელმწიფო თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 1949-1950წწ. მუშაობდა ოდესის ფილარმონიაში რეჟისორ-კონსულტანტად; 1950 წლიდან, შვიდი წლის მანძილზე იყო ფოთის თეატრის დამდგმელი რეჟისორი; 1957 წლიდან კვლავ ზუგდიდის თეატრშია რეჟისორად; შემდეგ ისევ ფოთის თეატრში დაბრუნდა, სადაც გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა. მრავალფეროვანია მისი მოღვაწეობა თეატრში: ის იყო რეჟისორი, მსახიობი, წერდა პიესებს "ლუხუტელის" ფესვდონიმით, თარგმნიდა პიესებს და მუსიკალურად აფორმებდა სპექტაკლებს. 130-ზე მეტი სპექტაკლი აქვს დადგმული ქართულ სცენაზე: დ. ერისთავის "სამშობლო", ვ. გუნიას "და-ძმა", დ. კლდიაშვილის "ირინეს მედნიერება" და "დარისპანის გასაჭირი", ნ. შიუკაშვილის "სულელი და "მზე შინა და მზე გარეთა", ალ. ყაზბეგის "არსენა", ა. გაბესკირიას "მათი ამბავი", ი. მოსაშვილის "სადგურის უფროსი", გ. შატბერაშვილის "ფიქრის გორა", გ. ქელბაქიანის "ტირიფის ქვეშ", გ. ერისთავის "ყვარყვარე ათაბაგი", ა. ოსტროვსკის "უმზითვო" და "უდანაშაულო დამნაშავენი", ნ. გოგოლის "ბანქოს მოთამაშენი", კ. სიმონოვის "რუსეთის საკითხი" და "მელოდე", ჟ. მოლიერის "ძალად ექიმი", დ. გოლდონის "სასტუმროს დიასახლისი" და სხვა. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.95 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |