The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივლიანე ცინცაძე

დაბადების თარიღი:17 ნოემბერი, 1930  (93 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთვარა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1954 წელს.

1954-1974 წლებში მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ჯერ ლითონისა და სამთო საქმის ინსტიტუტში, შემდეგ კი სამთო მექანიკის ინსტიტუტში. 1977 წელს მუშაობა დაიწყო შრომის დაცვის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში დირექტორის მოადგილედ, 1979 წლიდან კი ამავე ინსტიტუტის დირექტორად დაინიშნა. მისი სამეცნიერო შრომები ეხება მაღაროს აეროლოგიის საკითხებს. სპეციალისტი სამთო ქიმიის დარგში, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი(1962). 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.221

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1973 - სსრკ სახელმწიფო პრემია (სპეციალისტების ჯგუფთან ერთად)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: