შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივსიხი ცინცაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბუკისციხე, ახლანდელი ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1924 წელს. 1947-1977 წლებში იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის I თერაპიის კათედრის გამგე, ერთდროულად განაგებდა კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის ინსტიტუტის ბალნეოლოგიურ განყოფილებას. ჰემატოპარენქიმული ბარიერის შესასწავლად შეიმუშავა ქსოვილოვანი სითხის მიღების მეთოდი; იკვლევდა ადამიანის გულის ლიმფური გზების შენებასა და ფუნქციას და სხვა. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1945), პროფესორი(1947). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.221; http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/88592 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |