The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივსიხი ცინცაძე

ივსიხი ცინცაძე
დაბადების თარიღი:15 აგვისტო, 1898
გარდაცვ. თარიღი:16 თებერვალი, 1980  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბუკისციხე, ახლანდელი ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1924 წელს.

1947-1977 წლებში იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის I თერაპიის კათედრის გამგე, ერთდროულად განაგებდა კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის ინსტიტუტის ბალნეოლოგიურ განყოფილებას. ჰემატოპარენქიმული ბარიერის შესასწავლად შეიმუშავა ქსოვილოვანი სითხის მიღების მეთოდი; იკვლევდა ადამიანის გულის ლიმფური გზების შენებასა და ფუნქციას და სხვა. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1945), პროფესორი(1947). 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.221; http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/88592

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს თერაპევტთა სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარე (1956-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: