Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არკადი ასტვაცატუროვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქარელი. დაამთავრა თბილისის ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1932 წელს. 1932 წელს მუშაობა დაიწყო სამშენებლო ორგანიზაცია "საქმშენში" ინჟინერ-კონსტრუქტორად; სწავლობდა ამიერკავკასიის მიმოსვლის გზათა ინსტიტუტის ასპირანტურაში და 1937 წელს (მოსკოვში) დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 1939 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში მასალათა გამძლეობის და სამშენებლო მექანიკის კათედრაზე, დოცენტის თანამდებობაზე (1942 წლამდე); 1947 წელს მოსკოვში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მუშაობა გააგრძელა ზემოხსენებულ ინსტიტუტში სამშენებლო მექანიკის კათედრაზე, ხოლო 1962 წელს რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტების გაერთიანების შემდეგ მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამშენებლო მექანიკის კათედრაზე პროფესორის თანამდებობაზე; იყო ინსტიტუტის რამდენიმე საბჭოს წევრი და სამშენებლო ფაკულტეტის მეთოდური კომისიის თავმჯდომარე; მისი ავტორობით მდინარე ხანდოზე პირველად საბჭოთა კავშირში, აშენდა სამოცი მეტრის სიგრძის ერთმალიანი რკინაბეტონის ორიგინალური სისტემის ხიდი - შემკოჭიანი თაღი დახრილი საკიდებით. თაღების გაანგარიშების თეორიაში ერთ-ერთი აღიარებული მეცნიერი იყო, არა მარტო საბჭოთა კავშირში, არამედ ევროპაშიც; გამოქვეყნებული აქვს უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლების სტუდენტებისათვის სამშენებლო მექანიკის სახელმძღვანელო (ქართულ ენაზე) სამ ნაწილად; არის 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და სტატიის ავტორი. მიღებული აქვს საქართველოს რესპუბლიკის უმაღლრსი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.60 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |