The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



არმენაკ ასტვაცატუროვი

არმენაკ ასტვაცატუროვი
Date of birth:22 April, 1904
Date of death:1984  (at 79 years)
Category:Engineer

Biography

დაამთავრა მიმოსვლის გზების ინჟინერთა ამიერკავკასიის ინსტიტუტი მეგზევე ინჟინრის კვალიფიკაციით 1931 წელს.

1932-1941წწ. მუშაობდა თათრიწყაროს რაიონის საგზაო განყოფილებაში მეგზევე ინჟინრად, შემდეგ რაიონული საგზაო განყოფილების უფროსად; 1942-1944წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში და მონაწილეობდა II მსოფლიო ომში; 1944 წელს დემობილიზებულ იქნა საქართველოში და დაინიშნა საავტომობილო გზების მთავარი სამმართველოს N12 საგზაო საექსპლუატაციო უბნის უფროსად, სადაც მუშაობდა 1949 წლამდე; 1949-1970წწ. საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს N9 საგზაო საექსპლუატაციო უბნის უფროსი იყო; 1971-1982წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო გზათა სამეცნიერო-კვლევით და საწარმოო-ტექნოლოგიურ კომპლექსურ ინსტიტუტ "საქგზამეცნიერებაში" მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე; დაჯილდოებული იყო საპატიო სიგელებითა და მედლებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.60-61

Awards and Honors

  • საქართველოს გაზის მრეწველობის საპატიო მუშაკი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: