Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ აფაქიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1959 წელს. გაიარა პროფესიული დაოსტატების ყველა საფეხური: 1959-1974წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, რკინაბეტონის ქარხნის დირექტორად; 1974-1997წწ. სპეციალიზებული ტრესტის მმართველად; შპს "საქაგრომშენსერვისის" გენერალურ დირექტორად; უშუალოდ მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა არაერთი სამრეწველო, სოციალური და სასოფლო დანიშნულების ობიექტის აგებასა და საექსპლუატაციოდ გადაცემას; ამ ობიექტებს შორისაა: ქიმიური კომპლექსები აბაშასა და ლანჩხუთში, ავტოტექმომსახურების სადგურები ყვარელში, ბოლნისში, თელავში, იგოეთში და ასევე, ასობით კილომეტრი სასოფლო გზა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.61; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.322 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |