The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სეფე ცინცაძე

დაბადების თარიღი:1879
გარდაცვ. თარიღი:1958  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფ. ფარცხმის სასაფლაო, ჩოხატაურის რაიონი
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტიკური ლიდერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ფარცხმა, ახლანდელი ჩოხატაურის რაიონი.

1902 წლიდან მონაწილეობდა გურიის გლეხთა რევოლუციურ გამოსვლებში. ჩოხატაურში მისი ხელმძღვანელობით 1904 წლის მაისში მოეწყო აბრეშუმის პარკის საშრობებში მომუშავე ქალთა გაფიცვა. 1905-1907 რევოლუციის დროს გურიის გლეხობის შეიარაღებული რაზმების ორგანიზატორი იყო. რევოლუციის დამარცხების შემდეგ განაგრძობდა არალეგალურ მუშაობას. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ სხვადასხვა საპასუხიმგებლო სამეურნეო და საბჭოურ სამუშაოზე იყო. რევოლუციური მოძრაობის მონაწილე საქართველოში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.221

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გურიის ბოლშევიკური კომიტეტი, წევრი (1913-)
  • სკკპ, წევრი (1904-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: