შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე ცისკარიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ალვანი, ახლანდელი ახმეტის რაიონი. 1840-1850-იან წლებში კრებდა და აქვეყნებდა ხალხური სიტყვიერების ნიმუშებს. მას ეკუთვნის ეთნოგრაფიული, ფოლკლორული, მხატვრული ნარკვევები (რუსულ ენაზე): "თუშეთის სურათი", "დიკლო და შანაქო", ("კავკაზ", 1846), "წერილები თუშეთის შესახებ", "თუშური სიმღერები" (იქვე, 1849), "სიყვარულის ვაზი" (ალმანახი "ზურნა", 1855). მან ერთ-ერთმა პირველმა მიაქცია ყურადღება ამირანის თქმულების მსგავსებას პრომეთეს მითთან. ქართველი ფოლკლორისტი, ეთნოგრაფი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.224; tirine.wordpress.com; კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.665
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |