The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე ცისკარიშვილი

ივანე ცისკარიშვილი
დაბადების თარიღი:1821
გარდაცვ. თარიღი:1903  (82 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფ. ზემო ალვანის სასაფლაო, ახმეტის რაიონი
კატეგორია:ეთნოლოგი, მეცნიერი, ფოლკლორისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ალვანი, ახლანდელი ახმეტის რაიონი. 

1840-1850-იან წლებში კრებდა და აქვეყნებდა ხალხური სიტყვიერების ნიმუშებს. მას ეკუთვნის ეთნოგრაფიული, ფოლკლორული, მხატვრული ნარკვევები (რუსულ ენაზე): "თუშეთის სურათი", "დიკლო და შანაქო", ("კავკაზ", 1846), "წერილები თუშეთის შესახებ", "თუშური სიმღერები" (იქვე, 1849), "სიყვარულის ვაზი" (ალმანახი "ზურნა", 1855). მან ერთ-ერთმა პირველმა მიაქცია ყურადღება ამირანის თქმულების მსგავსებას პრომეთეს მითთან. ქართველი ფოლკლორისტი, ეთნოგრაფი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.224; tirine.wordpress.comკახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.665


გააზიარე: