The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ცისკარიშვილი

მიხეილ ცისკარიშვილი
დაბადების თარიღი:11 ნოემბერი, 1928
გარდაცვ. თარიღი:1998  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ს. კიროვის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1952 წელს.

1952-1966 წლებში მუშაობდა საქართველოს სსრ წყალთა მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტში. 1966-1968 წლებში მუშაობდა საქართველოს სსრ მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამინისტროს ტრესტ "წყალმშენის" მეცხრე სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, 1968-1972 წლებში კი ამავე სამინისტროს ტრესტ "ალაზანმშენის" მმართველად, 1972-1979 წლებში სსრკ ენერგეტიკისა და ელექტრიფიკაციის სამინისტროს ენგურჰესის მშენებლობის უფროსია. 1979 წლიდან ამავე სამინისტროს ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" მმართველი და ენგურჰესის კასკადის მშენებლობის უფროსად დანიშნეს. 1984 წლიდან ლენინის ორდენოსანი საწარმოო სამშენებლო-სამონტაჟო გაერთიანების "საქჰიდროენერგომშენის" უფროსი. ჰიდრომშენებელი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.225

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კომპარტიის ცკ, წევრი (1976-)
  • საქართველოს კომპარტიის XXVI-XXVII ყრილობა, დელეგატი
  • სკკპ , წევრი (1957-)
  • სკკპ XXV ყრილობა, დელეგატი
  • სსრკ IX-XI მოწვევათა უმაღლესი საბჭო, დეპუტატი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1982 - სსრ სახელმწიფო პრემია
  • 1981 - სსრკ საპატიო ენერგეტიკოსი
  • 1979 - სოციალისტური შრომის გმირი
  • 1979 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: