Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბორის აფხაზავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1949 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო ქ. ბათუმში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კომუნალური მეურნეობის სამინისტროს სისტემაში; 1951-1953წწ. მობილიზებული იყო, როგორც თადარიგის ოფიცერი, საბჭოთა არმიის რიგებში N863 სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებლად; 1953-1960წწ. მუშაობდა N370 სამშენრბლო სამმართველოში საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1960-1965წწ. N3 დამხმარე საწარმოთა კომბინატის საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1965-1970წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N5 სამშენებლო ტრესტის ახალშექმნილი სახლსაშენი კომბინატის N5 სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1970-1977წწ. N15 სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტის მმართველის მოადგილე; 1977-1980წწ. N14 სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტის საწარმოო განყოფილების უფროსი; 1980 წლიდან მუშაობდა საქართველოს განათლების სამინისტროს კაპმშენებლობის განყოფილების უფროსად, შემდეგ კი ქ. თბილისის განათლების სამმართველოს უფროსის მოადგილედ. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.61-62
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |