Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ აფხაზავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1964 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, განაწილებით მუშაობდა ქ. ალმა-ათასა და ქ. ცელინოგრადში (ყაზახეთი), ხორცისა და რძის კომბინატის მშენებლობაზე სამუშაოთა მწარმოებლად; 1971-1975წწ. პროფესიულ საქმიანობის შემდეგ ეტაპზე მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" Т14 სამშენებლო ტრსტის N11 სამშენებლო სამმართველოს, N10 სამშენებლო ტრესტ "მაღლივმშენის" N3 სამშენებლო სამმართველოს და "მთავართბილმშენის" N14 სამშენებლო ტრესტის N2 სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, სამმართველოს უფროსად; იყო გაერთიანება "მთავართბილმშენის" სამშენებლო სამმართველო "საძირკველმშენის" უფროსი; მისი მონაწილეობით აიგო საცხოვრებელი სახლები ქ. გროზნოსა და სოფელ ჩერვლიონნაიაში, ქ. ყიზილურტში (დაღესტანი), ბათუმსა და ლანჩხუთში; ასევე, მონაწილეობდა თბილისის ჭადრაკის სასახლის, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საერთო საცხოვრებლის, რესტორან "ქალაქურის", სახელმწიფო ფილარმონიის, სასტუმრო "აჭარის" მშენებლობასა და ყველა საცხოვრებელი მასივის განაშენიანებაში; შპს "თბილმშენი-3"-ის დირექტორი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.62
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |