The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ აშხაცავა

ვლადიმერ აშხაცავა
დაბადების თარიღი:1935  (89 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე.

დაამთავრა ხარკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1957 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ოჩამჩირის საკოლმეურნეობათაშორისო სამშენებლო ორგანიზაციაში სამუშაოთა მწარმოებლად; იყო ამავე ორგანიზაციის საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი, მთავარი ინჟინერი და გაერთიანების უფროსი; 1967 წელს დაინიშნა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის N3 სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1970 წლიდან იგი პარტიულ სამუშაოზეა; იყო საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მშენებლობის განყოფილების ინსტრუქტორი, შემდეგ ამავე განყოფილების გამგის მოადგილე და განყოფილების გამგე; 1980 წელს დაინიშნა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარედ, შემდეგ - ეკონომიკის მინისტრად.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.62

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • აფხაზეთის მთავრობის საპატიო სიგელი
  • აფხაზეთის მთავრობის საპატიო მედალი
  • აფხაზეთის დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: