The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პეტრე ცისკარიშვილი

პეტრე ცისკარიშვილი
დაბადების თარიღი:15 ნოემბერი, 1902
გარდაცვ. თარიღი:1979  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზემო ალვანი, ახლანდელი ახმეტის რაიონი. 

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული (ახლანდელი პოლიტექნიკური) ინსტიტუტი 1930 წელს.

მუშაობა დაიწყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის პ. მელიქიშვილის სახელობის ფიზიკისა და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში. 1932-1949 წლებში იყო ამავე ინსტიტუტის ნახშირების ქიმიური ლაბორატორიის გამგე, შემდეგ კი 1949-1976 წლებში მაღალმოლეკულურ ნაერთთა ლაბორატორიის გამგე. მისი ძირითადი შრომები ეხება მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიას. მან აღმოაჩინა ნახშირების პლასტიფიკაცია და პირველმა დეტალურად შეისწავლა საქართველოს ნახშირების ქიმიური ბუნება, შეიმუშავა ნახშირების თერმოპლასტიფიკაციის მეთოდი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი(1970), პროფესორი (1972). 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.225; კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.670

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1982 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: