Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პეტრე ცისკარიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ზემო ალვანი, ახლანდელი ახმეტის რაიონი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული (ახლანდელი პოლიტექნიკური) ინსტიტუტი 1930 წელს. მუშაობა დაიწყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის პ. მელიქიშვილის სახელობის ფიზიკისა და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში. 1932-1949 წლებში იყო ამავე ინსტიტუტის ნახშირების ქიმიური ლაბორატორიის გამგე, შემდეგ კი 1949-1976 წლებში მაღალმოლეკულურ ნაერთთა ლაბორატორიის გამგე. მისი ძირითადი შრომები ეხება მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიას. მან აღმოაჩინა ნახშირების პლასტიფიკაცია და პირველმა დეტალურად შეისწავლა საქართველოს ნახშირების ქიმიური ბუნება, შეიმუშავა ნახშირების თერმოპლასტიფიკაციის მეთოდი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი(1970), პროფესორი (1972). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.225; კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.670 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |