The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვიტალი ახვლედიანი

ვიტალი ახვლედიანი
დაბადების თარიღი:4 ოქტომბერი, 1934
გარდაცვ. თარიღი:1989  (54 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვედა ვანი, ვანის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1958 წელს.

1958-1974წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენისა" და თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ინჟმშენის" სამშენებლო სამმართველოში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, მთავარ ინჟინრად, სამმართველოს უფროსად; 1974 წელს გადავიდა სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" სისტემაში, სადაც მუშაობდა ინჟინრად, მთავარ დისპეტჩერად; 1978-1989წწ. იყო ამავე ტრესტის სამოქალაქო ბინათმშენებლობის სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; მონაწილეობდა ქალაქ თბილისის საცხოვრებელი და კომუნალური ობიექტების მშენებლობაში, აგრეთვე, კულტურულ-საგანმანათლებლო და ბინათმშენებლობის ობიექტების მშენებლობაში ენგურზე, ჟინვალში, გარდაბანში და სხვა რაიონებში; არაერთგზის დაჯილდოვდა საქართველოს მთავრობის საპატიო სიგელითა და საპატიო მედლით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.63

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ენერგეტიკოსთა და მშენებელთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემია, წევრი

გააზიარე: