The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ანანიძე

დაბადების თარიღი:1914
გარდაცვ. თარიღი:2006  (92 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

ბავშვობიდანვე დაეწაფა სიმღერას; მუსიკაც ისწავლა ჯერ ქობულეთში, ხოლო შემდეგ - ბათუმის მუსიკალურ სასწავლებელში; 1934 წლიდან იყო ქობულეთში ჩამოყალიბებული სიმღერის ეთნოგრაფიული გუნდის ხელმძღვანელი; მესამე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე წარდგა მხოლოდ ცეკვით, დოლისა და ჭიბონის თანხლებით შესანიშნავად შესრულებულმა "ხორუმმა" წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ოლიმპიადის მონაწილეებზე; მეოთხე ოლიმპიადაზე გუნდი უკვე მთლიანი შემადგენლობით გამოვიდა და წარმატება ხვდა წილად; 1938 წელს მეხუთე ოლიმპიადაზე, გუნდს საპატიო სიგელი გადაეცა; მეექვსე ოლიმპიადისთვის ქობულეთის რაიონის ეთნოგრაფიული გუნდი აჭარის ნაკრებში შეიყვანეს; ქობულეთმა აქაც ისახელა თავი, აჭარის გაერთიანებულ გუნდს პირველი ადგილი მიეკუთვნა(ხელმძღვანელი არტემ ერქომაიშვილი); ქობულეთის გუნდი ალექსანდრე ანანიძის ხელმძღვანელობით უკვე საქვეყნოდ გახდა ცნობილი; მეშვიდე და მომდევნო ოლიმპიადებშიც ქობულეთის გუნდი კვლავ წარმატებით გამოდიოდა, მთავარი ყურადღება რეპერტუარის ხალხურობასა და დახვეწილობას ეთმობოდა; 1957 წელს ქობულეთის გუნდის მიერ შესრულებული "შვიდკაცა" და "ვახტანგური" თბილისში გამართულ აჭარის ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე ხანგრძლივი ოვაციით დააჯილდოვეს; ხელმძღვანელობდა ლეღვასა და აჭყვისთავის ბავშვთა გუნდებს, ლეღვასა და მუხაესტატეს კლუბების მომღერალ-მოცეკვავეთა გუნდების ხელმძღვანელიც იყო; მის მიერ შექმნილ ბევრ სიმღერას სხვადასხვა გუნდები ასრულებენ.

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 45

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1968 - საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი
  • აჭარის დამსახურებული არტისტი

გააზიარე: