შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ცისკრელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქარელი. დაამთავრა საქართველოს საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი 1932 წელს. მუშაობდა ნაგებობათა და ჰიდროენერგეტიკულ თბილისის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (1971 წლიდან ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკის ნაგებობათა საქართველოს სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი) მეცნიერ-თანამშრომლად. 1932-1972 წლებში ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში განყოფილების გამგედ, პარალელურად 1947-1972 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინრების ინსტიტუტში (1959 წლიდან ვ. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი). მისი სამეცნიერო შრომების მთავარი თემაა ბეტონისა და რკინაბეტონის ტექნოლოგიების თეორია. საბჭოთა მეცნიერი ბეტონისა და რკინაბეტონის დარგში. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი(1952), პროფესორი(1954). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.225 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |