The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ცისკრელი

გიორგი ცისკრელი
დაბადების თარიღი:29 ნოემბერი, 1905
გარდაცვ. თარიღი:18 ოქტომბერი, 1972  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქარელი.

დაამთავრა საქართველოს საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი 1932 წელს.

მუშაობდა ნაგებობათა და ჰიდროენერგეტიკულ თბილისის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (1971 წლიდან ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკის ნაგებობათა საქართველოს სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი) მეცნიერ-თანამშრომლად. 1932-1972 წლებში ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში განყოფილების გამგედ, პარალელურად 1947-1972 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინრების ინსტიტუტში (1959 წლიდან ვ. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი). მისი სამეცნიერო შრომების მთავარი თემაა ბეტონისა და რკინაბეტონის ტექნოლოგიების თეორია. საბჭოთა მეცნიერი ბეტონისა და რკინაბეტონის დარგში. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი(1952), პროფესორი(1954).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.225

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ , წევრი (1936-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: