შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რამაზ ახვლედიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ცაგერის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1969 წელს. 1969-1973წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტში, ჯერ სამუშაოთა მწარმოებლად, შემდგომ უბნის უფროსად; 1974-1986წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ქუთაისის სახლმშენებელ კომბინატში, ჯერ საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად, შემდგომ კომბინატის მთავარ მშენებლად; 1987-1988წწ. იყო ამავე სახლმშენებელი კომბინატის მთავარი ინჟინერი, ხოლო 1989-1995წწ. კომბინატის დირექტორი; N4 სამშენებლო ტრესტში მისი შრომითი საქმიანობა დაკავშირებული იყო ქ. ქუთაისის საავტომობილო ქარხნის მშენებლობასთან. ქუთაისის სახლმშენებელ კომბინატში მუშაობის პერიოდში მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენებული იქნა მსხვილპანელიანი, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები ქუთაისში, ზუგდიდში, ზესტაფონში, აბაშაში, ფოთში, ბიჭვინთაში, წყალტუბოში, ხონსა და სამტრედიაში, საერთო ფართით 1.5 მილიონი კვადრატული მეტრი; თავისი პრაქტიკული პროფესიული საქმიანობის პერიოდში, კოლეგებთან ერთად, სახლმშენებელ კომბინატში მრავალი ნოვატორული წინადადება აქვს დანერგილი, რამაც შესაბამისი დადებითი შედეგები გამოიღო; წარმატებული პრაქტიკული სამშენებლო საქმიანობის გარდა, დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქ. ქუთაისის სპორტულ ცხოვრებაში და სახლმშენებელი კომბინატის სარაგბო გუნდი "აია"-ს წარმატებებში, რომელმაც საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.64 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |