შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიტო აროშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ვაკიჯვარი, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1940 წელს(ეკონომიური). ბავშვობიდანვე გამოჰყვა სიმღერის ნიჭი; ჩავლეიშვილები და სხვა გამოჩენილი მომღერლები მისი ოჯახის ხშირი სტუმრები იყვნენ; ძმები გიტო, ჭიჭიკო და გივი აროშიძეები ერთად მღეროდნენ; რადიოთი ხშირად გადასცემენ მათ მიერ შესრულებულ სიმღერებს; უნივერსიტეტში სწავლის დროს ლევან მახარაძესა და შოთა ორაგველიძესთან ერთად გამოდიოდა; 1938-1940წწ. დასავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრი იყო და მასთან ერთად მოიარა საბჭოთა კავშირის მრავალი ქალაქი და სამრეწველო ცენტრი; შემდეგ გურიას დაუბრუნდა და იქ მრავალგან(მახარაძეში, ვაკიჯვარში და ლაითურის საბჭოთა მეურნეობაში) ჩამოაყალიბა გუნდები, რომლებთან ერთადაც ხშირად გამოდიოდა სარაიონო და რესპუბლიკურ დათვალიერებებზე და ყოველთვის საპატიო სიგელებსა და ფულად ჯილდოს იმსახურებდა; 1964 წელს ლაითურის საბჭოთა მეურნეობის ანსამბლი სარაიონო დათვალიერებაზე პირველ ადგილზე გავიდა; იმავე წელს რესპუბლიკურ დათვალიერებაზე ანსამბლმა კვლავ წარმატება მოიპოვა; სიმღერების სწორად და დახვეწილად შესრულებისათვის ჟიურიმ პირველი ხარისხის დიპლომი გადასცა, როგორც ანსამბლს ისე მის ხელმძღვანელსაც; 1963 წლიდან გარდაცვალებამდე გიტო აროშიძე ანსამბლ "დილაში" მღეროდა; მან მთელი თავისი ნიჭი და ენერგია ქართულ ხალხურ სიმღერას, მის წინსვლა-განვითარებას შეალია. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 48
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |