The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ ბაბუნაშვილი

ნოდარ ბაბუნაშვილი
დაბადების თარიღი:19 იანვარი, 1939  (85 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მუხიანი, წყალტუბოს რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1963 წელს.

1965-1974წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტის N2 სამშენებლო სამმართველოში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; 1974-1985წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N8 სამშენებლო ტრესტის N57 მოძრავ-მექანიზებული კოლონის მთავარ ინჟინრად, უფროსად; 1985 წლიდან იყო საქართველოს საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამინისტროს წყალტუბოს სარაიონთაშორისო ზონალური გაერთიანების დირექტორი; 2007 წლიდან შპს "ივერიამშენპლუსის" მთავარი ინჟინერია; მონაწილეობდა ხონის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის ტექნიკუმის კომპლექსის, რაიონული საავადმყოფოს, წყალტუბოს N2 და N3 საშუალო სკოლების, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს N4 სამმართველოს სანატორიუმ "წყალტუბოს" N2 კორპუსის, "ინტურისტის", ავტოსასტუმროს, საცხოვრებელი სახლის (წყალტუბოში) მშენებლობაში; აგებული აქვს სასათბურე მეურნეობები რაჭაში, წყალტუბოში, ბიჭვინთაში, ჭიათურაში, აბაშის, ხობისა და სხვა რაიონებში, ქ. თბილისში საცხოვრებელი სახლები - გოთუას ქუჩაზე და დიდ დიღომში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები და სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.65


გააზიარე: