The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ცოცხაძე

ვლადიმერ ცოცხაძე
დაბადების თარიღი:11 ივლისი, 1924  (99 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მექანიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1950 წელს.

მუშაობდა იქვე სხვადასხვა თანამდებობაზე. 1954-1960 წლებში იყო ამ ინსტიტუტის მანქანათბშენებლობის ტექნოლოგიის კათედრის დოცენტი, 1963-1966 წლებში ბომბეის (ინდოეთი) ტექნოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი, 1970-1975 წლებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პროექტის დირექტორი ინდოეთში და ამავე ორგანიზაციის მთავარი ტექნოლოგიური მრჩეველი ინდოეთის განათლების სამინისტროში. 1980 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის კათედრის გამგეა. მისი შრომები ეხება წინასწარ გახურებული ლითონების ჭრის დამუშავების თეორიასა და ამ თეორიის საფუძველზე სპესიალური ლითონსაჭრელი ჩარხების შექმნას. მანქანათმშენებელი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1972), პროფესორი (1972). 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.242; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.108

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ , წევრი (1952-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    საქართველოში ტექნიკური მეცნიერების განვითარებისა და მაღალკვალიფიციური კადრების აღზრდის საქმეში შეტანილი თვალსაჩინო პირადი წვლილისათვის
  • 1984 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: