შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე ცუცქირიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სვერი, ჭიათურის რაიონი. 1931-1933 წლებში მუშაობდა საქართველოს ალკკ ჭიათურის რაიკომის პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების გამგედ. 1933 წელს გაიწვიეს წითელ არმიაში. 1938 წელს მონაწილეობდა ხასანის ტბასთან ბრძოლებში. 1939-1941 წლებში სწავლობდა მოსკოვის ვ. ლენინის სახელობის სამხედრო-პოლიტიკურ აკადემიაში. 1941-1945 წლებში დიდი სამამულო ომის დროს იბრძოდა სამხრეთ, ჩრდილოეთ კავკასიის, უკრაინის III, IV ბელორუსიის ფრონტებზე. დაიღუპა ბერლინის მისადგომებთან ბრძოლებში. 1943 წლიდან მაიორი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.245; http://www.warheroes.ru/hero/hero.asp?Hero_id=5911 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |