The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე ცუცქირიძე

კონსტანტინე ცუცქირიძე
დაბადების თარიღი:12 ივნისი, 1912
გარდაცვ. თარიღი:19 აპრილი, 1945  (32 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. ბუკოვი, გერმანია
კატეგორია:თანამდებობის პირი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სვერი, ჭიათურის რაიონი. 

1931-1933 წლებში მუშაობდა საქართველოს ალკკ ჭიათურის რაიკომის პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების გამგედ. 1933 წელს გაიწვიეს წითელ არმიაში. 1938 წელს მონაწილეობდა ხასანის ტბასთან ბრძოლებში. 1939-1941 წლებში სწავლობდა მოსკოვის ვ. ლენინის სახელობის სამხედრო-პოლიტიკურ აკადემიაში. 1941-1945 წლებში დიდი სამამულო ომის დროს იბრძოდა სამხრეთ, ჩრდილოეთ კავკასიის, უკრაინის III, IV  ბელორუსიის ფრონტებზე. დაიღუპა ბერლინის მისადგომებთან ბრძოლებში. 1943 წლიდან მაიორი.

 წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.245; http://www.warheroes.ru/hero/hero.asp?Hero_id=5911

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ , წევრი (1931-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1945 - საბჭოთა კავშირის გმირი (სიკვდილის შემდეგ)
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • ლენინის ორდენი
  • წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: