The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ბერაია

დაბადების თარიღი:1917
გარდაცვ. თარიღი:1961  (44 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი პირველი ხორგა, ხობის რაიონი.

საშუალო სკოლაში სწავლისას და შემდგომაც მღეროდა პორფილე გაბელიას, აკაკი ხარებავას და სხვათა ხელმძღვანელობით არსებულ გუნდებში, ხოლო სამამულო ომის წლებში ისიც იბრძოდა, თან ქართული დივიზიის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს ხელმძღვანელობდა; ომიდან დაბრუნების შემდეგ მშობლიურ ხობში განაგრძო მოღვაწეობა; ლოტბარ ვლადიმერ ალანიასთან ერთად ხობის რაიონის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელად მუშაობდა; 1951 წლიდან გარდაცვალებამდე ხობის რაიონის კულტურის სახლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს უძღვებოდა; უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ეს ანსამბლი რესპუბლიკურ ოლიმპიადებსა თუ განსაკუთრებული მნიშვნელობის  დათვალიერებებში მუდამ პირველ ადგილზე გამოდიოდა; ამჟამად მთავრობის მრავალი ჯილდო და პირველი ხარისხის სიგელი ინახება ანსამბლის არქივში; ალექსანდრე ბერაიამ მრავალ ახალგაზრდას ასწავლა ხალხური სიმღერა, ლუდუკი ჩაჩიბაიამ, რადიკო ალანიამ, ვაჟა აბაკელიამ, აპოლონ ბუკიამ და სხვებმა მონდომებით განაგრძეს რაიონის სკოლებისა და სოფლის თვითმოქმედ წრეებში მოღვაწეობა; იგი თვითმოქმედ კომპოზიტორობასაც ეწეოდა, შექმნა და ხალხში გაიტანა მრავალი სიმღერა.

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 57



გააზიარე: