The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა ბაზღაძე

შოთა ბაზღაძე
დაბადების თარიღი:21 იანვარი, 1928
გარდაცვ. თარიღი:2009  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1950 წელს.

წლების განმავლობაში (43 წელი), იმუშავა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენში": სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1953-1966წწ. უბნის უფროსად;  1966-1993წწ. რკინაბეტონის ნაკეთობათა ქარხნის დირექტორად, კომპლექტაციის სამმართველოს უფროსად და მიწისძვრისგან დაზარალებული ქალაქებისა და სოფლების აღსადგენად შექმნილი ტრესტის "საქსომხეთმშენის" მმართველის მოადგილედ; ხელმძღვანელობდა 340-მდე ობიექტს, ძირითადად, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების, განათლების, კულტურისა და ხელოვნების, აგრეთვე, სტრადეგიული დანიშნულების ობიექტების მშენებლობას. კერძოდ: პროფკავშირების კულტურის სასახლის კომპლექსის, სასტუმროების "საქართველო" და "ივერია", ტურბაზისა და საცურაო აუზის (ვაკეში), ასევე, "ლაგუნა-ვერეს" (სანაპიროზე), კინოთეატრების, სკოლების, ტექნიკის სახლისა და შრომის სასახლის (ვაკეში); 60 საცხოვრებელი სახლის მიწისძვრით დაზარალებულ რაიონებში - სომხეთსა და საქართველოში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.66


გააზიარე: